Accessibility links

ეგვიპტეში გრძელდება დაპირისპირება


ეგვიპტეში შაბათსაც გაგრძელდა დაპირისპირება მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს 74 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ძალადობამ ფეხბურთის სტადიონზე. კაიროში პოლიციამ დღეს ცრემლმდენი გაზი გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სხვა ადგილებში შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ მაშინ, როცა დემონსტრანტები ქვებს ისროდნენ. დაპირისპირების შესახებ იუწყებიან სხვა ქალაქებიდანაც, მათ შორის სუეციდან და ალექსანდრიიდან. ცნობების თანახმად, არიან დაღუპულები. შაბათს გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია, რომ დაშავდა 2500-ზე მეტი ადამიანი. ბევრი დემონსტრანტი სამართალდამცველებსა და ეგვიპტის სამხედრო მმართველებს ადანაშაულებს უმოქმედობაში სტადიონზე ძალადობის თავიდან ასაცილებლად.
XS
SM
MD
LG