Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მოითხოვს ახალ სამშვიდობო ხელშეკრულებას ევროპაში


რუსეთის განცხადებით, ევროპას სჭირდება ცივი ომის შემდგომი ახალი სამშვიდობო ხელშეკრულება. ამ საკითხზე დღეს ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მიუნხენში მიმდინარე, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას. მისი თქმით, ამჟამად „მეტისმეტად ბევრი ალიანსია“ ორიენტირებული ცივი ომის დაპირისპირებებზე. ლავროვს არ განუმარტავს, რა ალიანსებს გულისხმობს. მინისტრის თქმით, რუსეთი კვლავაც მზად არის, შეერთებულ შტატებთან ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებულ გეგმებზე მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG