Accessibility links

logo-print

რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს გაეროს რეზოლუციას სირიის შესახებ


რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო გამოიყენეს სირიის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დასაბლოკად. არაბთა ლიგის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუციის პროექტი შეიცავდა მოწოდებას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადაგომისაკენ. უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 13-მა წევრმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლის მიზნადაც სახელდებოდა სირიაში ძალადობისათვის ბოლოს მოღება. რეზოლუციაზე დღეს იმსჯელეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ნიუ-იორკში.დღესვე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა მიუნხეში, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა, რომ შეუძლებელი აღმოჩნდა რუსეთთან კონსტრუქციული მუშაობა გაეროს რეზოლუციის პროექტზე. გაეროს უშიშროების საბჭოს კენჭისყრა ჩატარდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც სირიის ჯარებმა ჭურვები დაუშინეს ქალაქ ჰომსს. აქტივისტების ცნობით, დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი.
XS
SM
MD
LG