Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაიროში პროტესტს გამოთქვამენ სამხედრო მმართველების წინააღმდეგ


ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში პროტესტს გამოთქვამენ სამხედრო მმართველების წინააღმდეგ. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, შაბათს საღამოს ცეცხლი წაუკიდეს საგადასახადო სამსახურის შენობას. ძალადობის ბოლო ტალღა მოჰყვა პორტ საიდის სტადიონზე საფეხბურთო მატჩის შემდეგ მომხდარ დაპირისპირებას, რომელმაც 74 ადამიანი შეიწირა. დემონსტრანტები უშიშროების ძალებს ადანაშაულებენ უმოქმედობაში, სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად. ბოლო ოთხი დღის განმავლობაში კაიროში, სულ ცოტა, 12 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG