Accessibility links

რუსეთსა და ჩინეთს მკაცრად აკრიტიკებენ სირიის შესახებ გაეროს რეზოლუციის დაბლოკვის გამო


არაბულ ქვეყნებსა და მუსლიმთა ორგანიზაციებში მკაცრად აკრიტიკებენ რუსეთისა და ჩინეთის ვეტოს, რომელიც ამ ორმა ქვეყანამ გაეროს უშიშროების საბჭოში გამოიყენა სირიის შესახებ რეზოლუციის დასაბლოკად. რეზოლუციის პროექტით გამიზნული იყო სირიაში ძალადობისათვის ბოლოს მოღება. მოსკოვი ვეტოს გამოყენების გამო მკაცრად გააკრიტიკეს დასავლეთის ქვეყნებმაც. რეზოლუციის პროექტი არაბთა ლიგამ მოამზადა მას შემდეგ, რაც მისმა სამეთვალყურეო მისიამ სირიაში იმოგზაურა და ძალადობის არაერთი ფაქტის მომსწრე გახდა. არაბთა ლიგის გენერალური მდივნის, ნაბილ ეტარაბის განცხადებით, არაბული სახელმწიფოები კვლავაც შეეცდებიან სირიაში კრიზისის მოგვარებას. სართაშორისო თანამეშობრობას კვირას მხარდაჭერის თხოვნით მიმართეს სირიელმა ოპოზიციონერებმა.
XS
SM
MD
LG