Accessibility links

თეირანი საპასუხო ზომით ემუქრება ქვეყანას, რომელსაც გამოიყენებენ ირანზე თავდასხმისათვის


ირანის განცხადებით, ის საპასუხო ზომებს მიმართავს ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც გამოიყენებენ ბაზად ირანზე თავდასხმისათვის. საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ რევოლუციური გვარდიის სარდლის, გენერალ ჰოსეინ სალამის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამიზნე გახდება „ნებისმიერი ადგილი, საიდანაც დაიწყება მტრის შეტევითი ოპერაციები ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ“. გენერალს დეტალები არ დაუზუსტებია. შეერთებული შტატები და ისრაელი არ გამორიცხავენ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას, თუ დიპლომატია ვერ შეძლებს, მოაგვაროს ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო დაპირისპირება. ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG