Accessibility links

logo-print

კაიროში ისევ მოხდა შეტაკებები დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის


კვირას კაიროში ზედიზედ მეოთხე დღეს გაგრძელდა შეტაკებები პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის. პოლიციის სპეცდანიშნულების შენაერთების ასობით წევრმა გადაკეტა შინაგან საქმეთა სამინისტროსაკენ მიმავალი გზები, აღმართა ბარიკადები და დაუპირისპირდა დემონსტრანტებს, რომლებიც ქვებსა და აალებად ყუმბარებს ისროდნენ. შეტაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს 74 ადამიანი შეიწირა საფეხბურთო მატჩის შემდგომმა ძალადობამ ქალაქ პორტ საიდის სტადიოზე. მას შემდეგ კაიროსა და ქალაქ სუეცში კიდევ, სულ ცოტა, 12 ადამიანი დაიღუპა. საპროტესტო აქციების მონაწილეები ეგვიპტის სამხედრო მმართველებსა და პოლიციას ადანაშაულებენ უმოქმედობაში, სტადიონზე სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად.
XS
SM
MD
LG