Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა მიუნხენის კონფერენციაზე


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სააკაშვილმა ისაუბრა დემოკრატიულ რეფორმებზე, რომლებიც საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელდა და ყურადღება გაამახვილა რეგიონის უსაფრთხოებაზეც. დისკუსიის პანელი, რომლის მონაწილეებს შორისაც იყო მიხეილ სააკაშვილი, მიეძღვნა არაბულ ქვეყნებში დემოკრატიულ რეფორმებზე მსჯელობას. სააკაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველოს გამოცდილების საფუძველზე, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია გაიმარტივოს გზა, რომელიც ჯერ კიდევ გასავლელი აქვს.
XS
SM
MD
LG