Accessibility links

აკუნინი ოპოზიციას მოუწოდებს არჩევნებზე ერთიანი სტრატეგიით იმოქმედონ


მწერალი ბორის აკუნინი, რომელიც რუისეთის საზოგადოებრივი მოძრაობა ”ამომრჩეველთა ლიგის” წევრია, ოპოზიციას მოუწოდებს საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი სტრატეგიით იმოქმედოს. ამისათვის, აკუნინის აზრით, საჭიროა 4 მარტის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ოპოზიციური პრაიმარის ჩატარება. მწერალი თავის ბლოგზე წერს, რომ ეს შეიძლება იყოს ”მრგვალი მაგიდა”, ან სხვა მსგავსი ტიპის შეკრება, სადაც დელეგატები შეთანხმდებიან ერთ კანდიდატზე, ვისაც ოპოზიციურმა ელეტორატმა მისცეს ხმა, ან ცნობენ არჩევნებს არალეგიტიმურად და მაშინ ”ყველა მივა საარჩევნო უბნებზე და ბიულეტენებს ერთნაირად მოექცევა”.
XS
SM
MD
LG