Accessibility links

ირაკლი ალასანია: "ეროვნულ ფორუმთან" მოლაპარაკება დადებითი შედეგით დასრულდა


ბიძინა ივანიშვილის კოალიციასთან "ეროვნული ფორუმის" გარდა სხვა პარტიების შეერთებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო, "ეროვნულ ფორუმთან" მოლაპარაკება დადებითი შედეგით დასრულდა და ის სუბიექტად შეუერთდება კოალიციას, რომელიც საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ "ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოცხადებული პროცესი, რომ ქართველ ხალხს გამარჯვების მომტან კოალიციას შესთავაზებს, წინ მიდის და ძალიან მალე ეს ყველაფერი სრული სახით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.”
XS
SM
MD
LG