Accessibility links

logo-print

კახა შარტავა აცხადებს, რომ ”ეროვნული ფორუმი” ივანიშვილის კოალიციის წევრი გახდება


”ეროვნული ფორუმი” ბიძინა ივანიშვილის კოალიციის წევრი გახდება. ეს გადაწყვეტილება მიღებულია დღევანდელი შეხვედრისას, რომელშიც ”ეროვნული ფორუმის” წარმომადგენლები, ბიძინა ივანიშვილი და ”თავისუფალი დემოკრატების” და რესპუბლიკური პარტიის ლიდერები ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი მონაწილეობდნენ. შეხვედრის შემდეგ ”ეროვნული ფორუმის” თავმჯდომარემ კახა შარტავამ განაცხადა, რომ ახალ კოალიციას აქვს სურვილი ფორუმი, როგორც პოლიტიკური სუბიექტი შეუერთდეს, რასაც მისი წარმომადგენლები დათანხმდნენ. კახა შარტავას თქმით, თავად ბიძინა ივანიშვილის პარტიისა და ახალი კოალიციის ფორმირება სავარაუდოდ, თებერვალში მოხდება.
XS
SM
MD
LG