Accessibility links

logo-print

პალესტინელთა დროებით მთავრობას აბასი უხელმძღვანელებს


პალესტინელთა დაპირისპირებულმა ფრაქციებმა დღეს ავტონომიის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი დაასახელეს პირად, რომელმაც დროებით მთავრობას უნდა უხელმძღვანელოს. ამ მთავრობამ მოსამზადებელი სამუშაო უნდა ჩაატაროს პალესტინელთა საპრეზედენტო და საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებისთვის. შეთანხმებას, რომელიც ოფიციალურად ორშაბათს გამოცხადდა, კატარში მიაღწიეს - მოლაპარაკებაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ სეკულარული მოძრაობის, ფატაჰის ლიდერი აბასი და ღაზის სექტორზე კონტროლის მქონე, ისლამისტური მოძრაობის, ჰამასის ლიდერი, ხალედ მეშაალი. კატარის შეხვედრას წინ უძღოდა შერიგების შეთანხმება, რომელსაც აპრილში მიაღწიეს და რომელიც მიზნად ისახავდა დასავლეთის სანაპიროსა და ღაზის სექტორს შორის სხვადასხვა მთავრობის არსებობის ოთხწლიანი გამოცდილების დასრულებას. შეთანხმების პირობების თანახმად, არჩევნები მაისში უნდა გაიმართოს - თუმცა შეთანხმების განხორციელებაში შეფერხებების გამო შესაძლოა მათი გამართვის თარიღი გადაიდოს. ჯერჯერობით გაურკვეველია დათანხმდებიან თუ არა დასავლეთის ქვეყნები და ისრაელი ჰამასის წარმომადგენლების შემცველ მთავრობას - ვინაიდან ჰამასს ისინი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG