Accessibility links

საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები საბერძნეთს საბიუჯეტო პოლიტიკაზე აფრთხილებენ


საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გააძლიერეს ზეწოლა დიდძალი ფინანსური დავალიანების მქონე საბერძნეთზე და ამ ქვეყნის ლიდერებს მოუწოდეს, შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები და სწრაფად დაამტკიცონ ხელმომჭირნეობის პოლიტიკის პაკეტი, რომელიც მიზნად საბერძნეთის დეფიციტის შემცირებას ისახავს. საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები ამ განცხადებით პარიზში გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გამოვიდნენ. მათი გამოსვლის ფონია ევროპის კომისიის მიერ საბერძნეთის მისამართით ორშაბათს გამოთქმული გაფრთხილება - რომ საბერძნეთმა უკვე გადააცილა დათქმულ ვადას იმ იმ პირობების შესასრულებლად, რომელსაც მას ევროკავშირი უყენებს, დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის სანაცვლოდ. ამ ახალმა პაკეტმა საბერძნეთი ბანკროტად ქცევისგან უნდა იხსნას. „ბურთი ახლა საბერძნეთის მოედანზეაო“ - განაცხადა ეკონომიკის საკითხებში ევროკავშირის კომისრის, ოლი რენის წარმომადგენელმა, ამადეუ ალტაფაიმ.
XS
SM
MD
LG