Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას აშშ-ში ირანის აქტივების გაყინვის შესახებ


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ირანს და მის ცენტრალურ ბანკს ახალ, გამკაცრებულ სანქციებს უწესებს. განკარგულების თანმხლებ განცხადებაში ობამა ამბობს, რომ სანქციები საჭირო იყო, რადგან ირანის ცენტრალური ბანკი და სხვა ბანკები არ ამხელენ ინფორმაციას იმ ტრანსაქციების შესახებ, რომელსაც სანქციების ქვეშ მყოფ მხარეებთან აწარმოებენ - და, ამასთან, იმ „მიუღებელი საფრთხის“ გამო, რომელსაც ირანის ნაბიჯები საერთაშორისო საფინანსო სისტემას უქმნის. აღმასრულებელი განკარგულება კრძალავს აშშ-ის, მათ შორის აშშ-ის ბანკების საზღვარგარეთის ფილიალების განკარგულებაში არსებული ნებისმიერი მსგავსი აქტივების ტრანსფერს, ფულად ქცევას, ან გატანას. ეს სანქციები კონგრესმა გასული წლის ბოლოს დაამტკიცა. აშშ და ევროკავშირი სანქციების გზით ცდილობენ ირანზე ზეწოლის მოხდენას, რათა მან შეწყვიტოს ბირთვულ სფეროში ნაბიჯები. დასავლეთი შიშობს, რომ ეს ნაბიჯები ატომური იარაღის შექმნას ემსახურება. ირანი ამ ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG