Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა სირიიდან დიპლომატები გაიყვანა


აშშ-ის დიპლომატებმა დატოვეს სირია, ხოლო დიდიმა ბრიტანეთმა სირიაში საკუთარი ელჩი საკონსულტაციოდ გამოიძახა. სახელმწიფო დეპარტამენტი არ გამორიცხავს, რომ დახუროს მისი საელჩო, ვიდრე სირიის მთავრობა არ გადადგამს გადამწყვეტ ნაბიჯებს დიპლომატებისა და საელჩოს პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უილიამ ჰეიგმა კი ლონდონში გამოიძახა ელჩი, რათა უშუალოდ გადასცეს ბაშარ ასადს შემდეგი მესიჯი - ლონდონი მკაცრად გმობს სირიის ხელისუფლების მიერ ოპონენტებზე ძალადობას. სირიიდან გავრცელებული ინფორმაციით კი სამთავრობო ძალებმა დღეს კვლავ გახსნეს ცეცხლი ზოგიერთ ქალაქზე, რასაც რამდენიმე ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. ქალაქ ჰომსში, აქტივისტების თანახმად სამთავრობო ჯარებმა 17 ადამიანი დახოცეს.
XS
SM
MD
LG