Accessibility links

logo-print

იტალიაში საგრძნობი ხდება ბუნებრივი აირის დეფიციტი


იტალიის ხელისუფლება აღიარებს, რომ ქვეყანაში ”საგანგებო” ვითარება შეიქმნა, ძლიერი ყინვისა და რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირების გამო. კომპანია Eni-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ექსტრემალურ ზომებს მიმართავენ იმისათვის, რომ არ დაუშვან შეფერხება საცხოვრებელი სახლების გათბობის სისტემებში. კერძოდ, ლაპარაკია ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდაზე ალჟირიდან და ნორვეგიიდან. ზოგიერთი საწარმო ბოლო დღეებში იძულებული გახდა შეემცირებინა ბუნებრივი აირის მოხმარება. ხელისუფლება ეკონომიისკენ მოუწოდებს მოსახლეობასაც. რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიღების შემცირება აღინიშნება ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც. ევროკავშირი აცხადებს, რომ ვითარება ჯერჯერობით არ არის კრიტიკული. ევროპის დიდ ნაწილში კვლავაც ძლიერი ყინვაა, რომელსაც დღემდე 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ყველაზე მეტი - უკრაინასა და პოლონეთში.
XS
SM
MD
LG