Accessibility links

logo-print

სერგეი ლავროვი სირიაში შეხვდა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დამასკში შეხვდა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს მაშინ, როცა გრძელდება შეტაკებები სირიის მთავრობის მომხრე ჯარებსა და მეამბოხეებს შორის. ცნობების თანახმად, ლავროვმა ასადთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მათს ინტერესებშია, ხალხმა „მშვიდობასა და ჰარმონიაში“ იცხოვროს. შეხვედრამდე გავრცელებული ინფორმაციით, მოელოდნენ, რომ ლავროვი ასადს მოუწოდებდა პოლიტიკური რეფორმების განხორციელებისაკენ, რათა განიმუხტოს კრიზისი, გამოწვეული ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ გასული წლის მარტში დაწყებული საპროტესტო აქციებით.
XS
SM
MD
LG