Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მთავრობაში დაბრუნდნენ მინისტრები სუნიტური ბლოკიდან


ერაყის მთავრობაში, რომელშიც შიიტები დომინირებენ, დაბრუნდნენ სუნიტების ხელმძღვანელობით მოქმედი პოლიტიკური ბლოკის წევრი მინისტრები, ერაყის პოლიტიკური სტაბილიზაციის ხელშესაწყობად. ამით ბოლო მოეღო ბოიკოტს, რომელიც სუნიტმა მინისტრებმა გასული წლის დეკემბერში გამოაცხადეს მთავრობის მიერ ერაყის სუნიტი ვიცეპრეზიდენტის, ტარეკ ალ-ჰაშემის დაპატიმრების ორდერის გაცემის გამო. სუნიტების პოლიტიკური ბლოკის, „ერაყიას“ პრესმდივნის განცხადებით, ბლოკის წარმომადგენელი მინისტრები დაესწრებიან კაბინეტის სამშაბათის სხდომას. ამ ცნობას მიესალმა პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის წარმომადგენელი. შიიტებისა და სუნიტების პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის დაპირისპირება გამწვავდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა დეკემბერში დაასრულა ერაყიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანა.
XS
SM
MD
LG