Accessibility links

logo-print

პაკისტანში 18 ადამიანი დაიღუპა საწარმოს დანგრევის შედეგად


პაკისტანში 18-მდე გაიზარდა ქალაქ ლაჰორში სამსართულიანი საწარმოს დანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. მაშველებმა სამშაბათს ნანგრევებიდან ამოიყვანეს 60 წლის ქალი, მაგრამ შიშობენ, რომ ნანგრევებში ჯერ კიდევ რჩება 30-მდე ადამიანი. ოფიციალური პირების განცხადებით, ორშაბათს ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეულმა აფეთქებამ დაანგრია შენობა, რომელშიც ათობით მუშა იმყოფებოდა, უმეტესწილად 14-23 წლამდე ასაკის ბიჭები. დაწყებულია ინციდენტის გამოძიება.
XS
SM
MD
LG