Accessibility links

logo-print

"თავისუფალი საქართველო" მიესალმა ივანიშვილის ინიციატივას ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობის თაობაზე


მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის საერთო კანდიდატებზე შეთანხმების ინიციატივას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საგაზეთო ინტერვიუში გამოთქვა, დღეს მიესალმა პარტია "თავისუფალი საქართველო." მისი განცხადებით, "კოალიციის წევრი სხვა სუბიექტებისგან განსხვავებით, ბატონი ივანიშვილი როგორც ჩანს, ოპოზიციის თანამშრომლობის აუცილებლობას რაციონალურად აფასებს." ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობის შესახებ, დღეს მიესალმნენ სოციალ-დემოკრატებიც. პარტიის ლიდერის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქმნის მყარ საფუძველს საერთო სახალხო ფრონტის ჩამოყალიბებისთვის და უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მობილიზებას.
XS
SM
MD
LG