Accessibility links

logo-print

ლეიბორისტებმა ბიძინა ივანიშვილი "ეროვნული ოპოზიციის წაშლის" მცდელობაში დაადანაშაულეს


ლეიბორისტებმა ”ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი "ეროვნული ოპოზიციის წაშლის" მცდელობაში დაადანაშაულეს. ”ხელისუფლების გადასარჩენად და ოპოზიციის გასანადგურებლად აშშ-დან ბიძინა ივანიშვილი მოავლინეს”, - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ. მისივე თქმით, ”სააკაშვილისა და ამერიკული სპეცსამსახურებიდან მივლინებით გამოშვებული ოლიგარქი ივანიშვილი განაგრძობს დავალების შესრულებას ლეიბორისტული პარტიისა და შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ.” ლეიბორისტებმა ბიძინა ივანიშვილს მათ ლიდერთან ტელედებატებისკენ მოუწოდეს.
XS
SM
MD
LG