Accessibility links

logo-print

ტიმოშენკოს თანაპარტიელებმა ხელი შეუშალეს იანუკოვიჩის გამოსვლას


უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დაპატიმრებული იულია ტიმოშენკოს თანაპარტიელმა დეპუტატებმა ხელი შეუშალეს პარლამენტში პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დღევანდელ გამოსვლას. დეპუტატებმა გაშალეს ტრანსპარანტი ტიმოშენკოს გამოსახულებით და 30 წუთი არ წყვეტდნენ შეძახილებს, სანამ იანუკოვიჩი სიტყვით გამოდიოდა პარლამენტის ახალი სესიის დაწყებასთან დაკავშირებით. 51 წლის ტიმოშენკო ოქტომბერში დააპატიმრეს პრემიერ-მინისტრობის დროს ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობაში ბრალდების საფუძველზე. მაგრამ მომხრეები საუბრობენ ტიმოშენკოს პოლიტიკური მოტივით დევნაზე. ცნობების თანახმად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობა გაუარესებულია და ის დამოუკიდებელ სამედიცინო შემოწმებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG