Accessibility links

logo-print

პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს მიხეილ სააკაშვილის სამომავლო გეგმების თაობაზე


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკომენტაროდ ტოვებს უცხოური მედიით ბოლო ხანს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდეს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე არაერთხელ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა თავად პრეზიდენტმა, ამიტომ დამატებითი კომენტარის საჭიროება არ არსებობს.
XS
SM
MD
LG