Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: სირიის პრეზიდენტი მზად არის მოლაპარაკებებისთვის


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი გამოთქვამს მზადყოფნას, ბოლო მოუღოს ძალადობას სირიის ჯარებსა და საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს შორის. ლავროვი დღეს, დამასკში შეხვდა ასადს, რის შემდეგაც აღნიშნა, რომ ასადი მზად არის, მოელაპარაკოს სირიის ყველა პოლიტიკურ ძალას, რათა ბოლო მოეღოს ქვეყანაში თითქმის ერთი წლის წინ დაწყებულ დაპირისპირებას. თავის მხრივ, ლავროვმა გამოთქვა მოსკოვის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს კრიზისის მოგვარებას „არაბთა ლიგის ინიციატივის საფუძველზე". 4 თებერვალს რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო გამოიყენეს გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის შესახებ რეზოლუციის დასაბლოკად, რასაც მოჰყვა მკაცრი კრიტიკა მათ მიმართ. რეზოლუცია შეიცავდა მოწოდებას ასადის გადადგომისაკენ. სირიიდან გავრცელებული ცნობებით, ძალადობა დღესაც გრძელდება. ამასობაში საფრანგეთმა, ესპანეთმა და იატლიამ მიბაძეს შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მაგალითს და მათაც გაიწვიეს ელჩები დამასკიდან.
XS
SM
MD
LG