Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტი პარლამენტში დაიბარეს


ირანის პარლამენტმა პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი დაიბარა რამდენიმე საჩივართან დაკავშირებით ახსნა-განმარტების მოთხოვნით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკონომიკის სფეროს. ცნობების თანახმად, საქმე ეხება ირანის პარლამენტში პრეზიდენტის დაბარების პირველ შემთხვევას 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. კონსერვატიული ძალების წარმომადგენელი დეპუტატები, რომლებიც პარლამენტართა უმრავლესობას შეადგენენ, აჰმადინეჟადს ადანაშაულებენ სახელმწიფო სახსრების გამოყენებაში 2 მარტის საპარლამენტო არჩევნებისათვის თავისათვის სასურველი პარტიების დასახმარებლად. მას ბრალად სდებენ აგრეთვე, რომ გახვეულია სკანდალში, რომელიც უკავშირდება აჰმადინეჟადის მხარდამჭერი საპარლამენტო ფრაქციის მიერ ფულის გაფლანგვის ბრალდებას. აჰმადინეჟადი უარყოფს ბრალდებებს. მას 8 მარტამდე აქვს ვადა პარლამენტში გამოსაცხადებლად.
XS
SM
MD
LG