Accessibility links

logo-print

უნგრეთის პრემიერი ამაყობს თავისი ქვეყნის კონტიტუციით


ერისადმი ყოველწლიურ მიმართვაში, უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ამაყობს ქვეყნის კონსტიტუციით, რომელიც, მისი სიტყვებით, დაიცავს ქვეყანას ვალებით გამოწვეული კრიზისისგან, რომელიც ევროზონაში მძვინვარებს. ორბანის თქმით, უნგრეთის ახალი კონსტიტუციის მიმართ კრიტიკულად განწყობილებს გამორჩენის სურვილი ალაპარაკებთ, მათ სურთ, "ქვეყნის რესურსებსა და ბაზარს დაეპატრონონ". უნგრეთის ახალი კონსტიტუციის მიმართ კრიტიკული იყო ევროპის კომისიაც, რომელიც თვლიდა, რომ სასამართლო ხელისუფლებისა და ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის შეზღუდვა ძირს უთხრის დემოკრატიულ მმართველობასა და მართლმსაჯულებას. ორბანმა ადრე განაცხადა, რომ მზად არის, ახალ კანონმდებლობაში ცვლილებას მიემხროს, რადგან უნგრეთს სასწრაფოდ სჭირდება ევროპის კავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის 20-მილიარდიანი კრედიტი.
XS
SM
MD
LG