Accessibility links

logo-print

საბერძნეთის პრემიერის მმართველი კოალიციის ლიდერებთან შეხვედრა გადაიდო ხვალისთვის


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ლუკას პაპადემოსი, დღეს, უნდა შეხვედროდა მმართველი კოალიციის ლიდერებს, რათა განეხილათ ევროკავშირის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ევროპის ცენტრალური ბანკის კრედიტის მორიგი ტრანშის მიღების პირობები. შეხვედრა ხვალისთვის გადაიდო. პაპადემოსმა უნდა მიაღწიოს თანხმობას იმ პირობებზე, რომელთა შორისაა ახალი რეფორმები, სახელმწიფო ხარჯების შემცირება და საბიუჯეტო ცვლილებები. ამ ზომების მიმართ პროტესტის ნიშნად საბერძნეთში 24-საათიანი გენერალური გაფიცვა მიმდინარეობს. მისი მონაწილეები აპროტესტებენ მომჭირნეობის ზომებს, რომლებიც მიღებულია ქვეყნის გაკოტრების თავიდან ასაცილებლად. ცნობების თანახმად, შეზღუდულია მუშაობა სკოლებში, საავადმყოფოებში, სამინისტროებსა და ბანკებში. ფერხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
თუ საბერძნეთი არ მიიღებს 130 მილიარდ ევროს კრედიტს, მას შეუძლია გაკოტრება გამოაცხადოს 20 მარტს.
XS
SM
MD
LG