Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიიდან ელჩები გაიწვიეს სპარსეთის ყურის ქვეყნებმა, ასევე ევროკავშირის სახელმწიფოებმა


ევროპის უდიდესმა სახელმწიფოებმა, ასევე სპარსეთის ყურის მიმდებარე ქვეყნებმა, გამოაცხადეს, რომ გაიწვიეს სირიიდან თავიანთი ელჩები, ამ ქვეყანაში მთავრობისა და მის მოწინააღმდეგე ძალებს შორის ძალადობის დროს დაღუპულთა რიცხვის ზრდის შესახებ ცნობების გავრცელების გამო. მანამდე ელჩები გაიწვიეს აშშ-მა და ბრიტანეთმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი გამოთქვამს მზადყოფნას, ბოლო მოუღოს ძალადობას სირიის ჯარებსა და საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს შორის. ლავროვი დღეს, დამასკში შეხვდა ასადს, რის შემდეგაც აღნიშნა, რომ ასადი მზად არის, მოელაპარაკოს სირიის ყველა პოლიტიკურ ძალას, რათა ბოლო მოეღოს ქვეყანაში თითქმის ერთი წლის წინ დაწყებულ დაპირისპირებას. აშშ-მა სკეპტიციზმი გამოთქვა, ალ-ასადის მიერ ლავროვისთვის მიცემული დაპირების თაობაზე. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ვიქტორია ნულანდის თქმით, ასადი თავის დაპირებებს იმეორებს ყოველთვიურად მაგრამ ძალადობა სირიაში არ წყდება. თავის მხრივ, ლავროვმა გამოთქვა მოსკოვის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს კრიზისის მოგვარებას „არაბთა ლიგის ინიციატივის საფუძველზე". 4 თებერვალს რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო გამოიყენეს გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის შესახებ რეზოლუციის დასაბლოკად, რასაც მოჰყვა მკაცრი კრიტიკა მათ მიმართ. რეზოლუცია შეიცავდა მოწოდებას ასადის გადადგომისაკენ.
XS
SM
MD
LG