Accessibility links

რიკ სანტორუმმა სამი შტატის რესპუბლიკურ პრაიმარებში გაიმარჯვა


კოპლორადოს შტატში ჩატარებულ არჩევნებში, რომელმაც აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა გამოავლინოს, ყოფილმა სენატორმა რიკ სანტორუმმა გაიმარჯვა. მანამდე მან მისურისა და მინესოტას შტატებშიც მიაღწია გამარჯვებას. სანტორუმმა დამაჯერებლად დაამარცხა ძირითადი მეტოქე - მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატობისათვის ბრძოლაში ფავორიტად ითვლება. დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ სანტორუმმა კონსერვატიულად განწყობილი რესპუბლიკელების გაერთიანება შესძლო.
XS
SM
MD
LG