Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს


ისრაელში დღეს საყოველთაო გაფიცვა დაიწყო, რომლის ორგანიზატორიც ქვეყნის უდიდესი პროფკავშირია. დახურულია აეროპორტები და პორტები. არ მუშაობს რკინიგზა და ბანკები, მათ შორის ისრაელის ნაციონალური ბანკი. დახურულია სახელმწიფო დაწესებულებბიც. გაფიცვა უვადოდაა გამოცხადებული. დღის განმავლობაში მხოლოდ თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტი განაახლებს მუშაობას - სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად. გაფიცვის მიზეზი გახდა დავა პროფკავშირებსა და ფინანსთა სამინისტროს შორის იმ მუშაკების სამუშაო პირობების შესახებ, რომელთა დაქირავებაც შუამავალი კომპანიების მეშვეობით ხდება. წინასწარი შეფასებებით, 24 საათიანმა გაფიცვამ ისრაელის ეკონომიკას შეიძლება დღეში 500 მილიონი დოლარის ზარალი მიაყენოს.
XS
SM
MD
LG