Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს კონტროლის პალატა კიდევ ორი ორგანიზაციისგან ითხოვს ფინანსურ ანგარიშს


საქართველოს კონტროლის პალატა კიდევ ორი ორგანიზაციისგან ითხოვს ფინანსურ ანგარიშს. საუბარია არასამეწარმეო იურიდიულ პირზე "რესპუბლიკურ ინსტიტუტსა" და ორგანიზაციაზე "ახალი თაობა - ახალ ინიციატივა. პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ნათია მოგელაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შესაბამისი მიმართვა ამ ორგანიზაციებს უკვე გაეგზავნათ. მოგელაძის თქმით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონიდან გამომდინარე, პარტიას აქვს ვალდებულება, მასთან დაკავშირებული პირების ფინანსური ანგარიშბრუნვის ინფორმაცია წარმოადგინოს. ორივე სუბიექტმა კონტროლის პალატას ინფორმაცია სამ დღეში უნდა გაუგზავნოს.
XS
SM
MD
LG