Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილმა პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე წარუდგინა ჟურნალისტებს


ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებს წარუდგინა მის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის, "ქართული ოცნების" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე და მათ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა. საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების ამასწინანდელ შეხვედრაზე საუბრისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ აშშ დაინტერესებულია საქართველოს ნამდვილ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებით და ქვეყნის მოქალაქეთა მსგავსად სურს შენარჩუნებული იყოს ის დადებითი, რასაც ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მმართველობის პირველ წლებში მიაღწია. ”ქართული ოცნების” დამფუძნებლის თქმით, ის, რაც ბოლო წლებში საქართველოში ხდება, ადგილობრივი საზოგადოების მსგავსად, საინტერესო აღარ არის არც აშშ-ისთვის, ამიტომ საჯაროდ პრეზიდენტი სააკაშვილი შეაქეს, დახურული შეხვედრისას კი განუმარტეს, რომ მათთვის რეფორმატორად დარჩება მხოლოდ ხელისუფლების კანონიერად გადაბარების შემთხვევაში. როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაბრუნდეს სამართლებრივ სივრცეში, პოლიციას და სასამართლოს დაუბრუნოს მათი რეალური ფუნქცია და მედია ხელისუფლების წნეხისგან გაათავისუფლოს. ივანიშვილის თქმით, თუ სააკაშვილი კანონიერ სივრცეში ნებით არ დაბრუნდება, ამას საქართველოს მოსახლეობა არჩევნებით აიძულებს.
XS
SM
MD
LG