Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი თბილისს პროვოკაციებისა და ტერაქტების მზადებაში ადანაშაულებს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი საქართველოს სპეცსამსახურებს პროვოკაციებისა და ტერაქტების მზადებაში ადანაშაულებს. კომიტეტის განცხადებით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ოფიციალური თბილისი დასავლეთის დახმარებით აქტიურად ჩაერთო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში შიდა პოლიტიკური სიტუაციის გამწვავების პროცესში. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების მიზანია ჩაშალონ 25 მარტს დაგეგმილი განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები, გამოიწვიონ სამოქალაქო დაპირისპირება და საეჭვოდ აქციონ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ადგილობრივ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ გაუაზრებელი მოქმედებებისკენ, რომელიც შესაძლოა, ხელსაყრელი იყოს მოწინააღმდეგისთვის და დააზარალოს რესპუბლიკის პოლიტიკური ინტერესები. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ უშიშროების კომიტეტის მიერ მიღებულია აუცილებელი ზომები რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წყობის ხელყოფის აღსაკვეთად.
XS
SM
MD
LG