Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პილაი: სირიის მთავრობა სამოქალაქო პირებს ხოცავს


ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი, ნავი პილაი, გამოდის მოწოდებთ სასწრაფოდ გატარდეს საერთაშორისო ზომები სირიაში სამოქალაქო პირების დასაცავად - იმ ფონზე, როცა სირიაში მთავრობის ჯარები განაგრძობენ საცხოვრებელი უბნების დაცხრილვას ანტი-სამთავრობო გამოსვლების ცენტრად ქცეულ ქალაქ ჰომსში. „იმ ფაქტმა, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ შესძლო შეთანხმება მკაცრ, კოლექტიურ ნაბიჯებზე, როგორც სჩანს, სირიის მთავრობა კიდევ უფრო მეტად შეაგულიანა თავისი ხალხის დახოცვის და პროტესტის ჩახშობისთვის“ - აცხადებს პილაი. შაბათს რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს არაბთა ლიგის მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციას სირიაში სამშვიდობო გეგმის შესახებ. პარალელურად, ნობელის სამშვიდობო პრემიის მფლობელი ჰუმანიტარული სააგენტო, „ექიმები საზღვრებს გარეშე“ აცხადებს, რომ დაჭრილ სირიელ პაციენტებს - და მათ მკურნალ ექიმებს - რეპრესიები და სირიის უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან წამების საფრთხე ემუქრებათ.
XS
SM
MD
LG