Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში პოლიტიკური პარტიები ფინანსური დახმარების პაკეტზე მსჯელობენ


საბერძნეთის მმართველი კოალიციის ლიდერები მორიგ ჯერზე ცდილობენ მიაღწიონ შეთანხმებას ხელმომჭირნეობის ზომებზე, რათა ქვეყანას გამოეყოს 130 მილიარდი ევროსგან შემდგარი დახმარების საერთაშორისო პაკეტი. ამ პაკეტმა საბერძნეთი ბანკროტად ქცევისგან უნდა იხსნას. ამ საკითხზე უკვე ჩატარებული სამი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. როგორც იუწყებიან, პრემიერ-მინისტრმა, ლუკას პაპადემოსმა, ტექსტში ბოლო შესწორებები წუხელ გვიან ღამით შეიტანა, იმ მოლაპარაკების დროს, რომელშიც ევროკავშირის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გავრცელებული ცნობებით, შეთანხმებაში გათვალისწინებული იქნება მინიმალური ხელფასის 20-პროცენტიანი შემცირება, პენსიების შეკვეცა და საჯარო სექტორში 15,000 სამუშაო ადგილის გაუქმება. კოალიციის პარტნიორების დღევანდელი შეხვედრის ფონია სამშაბათს გამართული საყოველთაო გაფიცვა, რამაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლის შეფერხება გამოიწვია. ხელმომჭირნეობის პოლიტიკის საწინააღმდეგო გაფიცვის თანმხლებ საპროტესტო აქციაში 20,000-მდე პირმა მიიღო მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG