Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში შეიკრიბნენ მორიგ შეხვედრაზე მომჭირნეობის ზომების შესახებ


საბერძნეთის მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერები მორიგ შეხვედრაზე შეიკრიბნენ, რათა შეთანხმდნენ მომჭირნეობის ზომებზე, რომლებიც აუცილებელია ათენისთვის უცხოეთის ფინანსური დახმარების (130 მილიარდი დოლარის) მისაღებად და გაკოტრების თავიდან ასაცილებლად. ამავე მიზნით გამართული წინა სამი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ცნობების თანახმად, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ლუკას პამადემოსმა შეიტანა საბოლოო ცვლილებები შეთანხმების ტექსტში, რომელზე მოლაპარაკებებსაც ესწრებოდნენ ევროკავშირის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები. როგორც იუწყებიან, შეთანხმების პროექტით გათვალისწინებულ ზომებს შორის არის მინიმალური ხელფასის 20 პროცენტით შემცირება და პენსიების შემცირება.
XS
SM
MD
LG