Accessibility links

logo-print

ყაზახეთის პრეზიდენტმა გერმანიაში გააფორმა 3 მილიარდი ევროს ხელშეკრულებები


ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის გერმანიაში ორდღიანი ვიზიტის დროს 3 მილიარდი დოლარის ხელშეკრულებები გაფორმდა. გერმანიის ეკონომიკისა და ტექნოლოგიის სამინისტროს ცნობით, 50-მდე ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. მანამდე ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელი მოეწერებოდა შეთანხმებებს ნედლეულის, მრეწველობისა და ტექნოლოგიების სფეროებში. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ნაზარბაევთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ის ”შემართებით უჭერს მხარს პრეზიდენტის მიერ საგამოძიებო კომიტეტის შექმნას, რომელიც ნათელს მოფენს” დეკემბერში ქალაქ ჟანაოზენში მომხდარს. ნაზარბაევმა დაიცვა პოლიციის მოქმედება, თუმცა, აღიარა, რომ მსხვერპლი ”დასანანი” იყო.
XS
SM
MD
LG