Accessibility links

პაკისტანში მოკლულია თალიბანის ოთხი მეომარი


უპილოტო თვითმფრინავიდან განხორციელებული შეტევის შედეგად პაკისტანის ჩრდილოეთი ვაზირისტანის რეგიონში ოთხი მეომარია მოკლული. პაკისტანის სადაზვერვო უწყების ანონიმმა წარმომადგენელმა დაადასტურა საჰაერო შეტევის ფაქტი ქალაქ მირანშას ბაზრის მახლობლად, სადაც თალიბანის მეომრებმა შენობებს შეაფარეს თავი. ამავე წყაროს ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება მეტიც ყოფილიყო, რადგან თვითმფრინავიდან გასროლილმა ორმა რაკეტამ მიმდებარე შენობებიც დააზიანა. ოთხშაბათს კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა სოფელ ტაპიზე, მირანშადან 10 კილომეტრში. მოკლულია 10 მეომარი.
XS
SM
MD
LG