Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთი ფინანსურ დახმარებას ელოდება


საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა ევანგელოს ვენიზელოსმა იმედი გამოთქვა, რომ დღეს ბრიუსელში ევროზონის ფინანსთა მინისტრები ”დადებით გადაწყვეტილებას” მიიღებენ ათენისთვის ფინანსური დახმარების - 130 მილიარდი ევროს მიწოდებაზე.

საბერძნეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა ჯერჯერობით ვერ მოახერხეს შეთანხმება საბიუჯეტო მომჭირნეობის ზომებზე, რომლებსაც ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ითხოვენ.

ვენიზელოსი დღეს დილით ბრიუსელში გაემგზავრა. ოთხშაბათს მთელი დღე გაგრძელდა მოლაპარაკებები საბერძნეთის მმართველ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შორის. პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, მოხერხდა ყველა საკითხზე მოლაპარაკება, გარდა ერთის - პენსიის შემცირების საკითხისა. მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება.

თუკი საბერძნეთი ვერ მიიღებს საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას, უკვე მარტში მას დეფოლტი ემუქრება, რაც მთელ ევროზონაზე უარყოფითად აისახება.
XS
SM
MD
LG