Accessibility links

logo-print

14 თებერვალს იწურება ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის შესახებ დასკვნის გაცემის ვადა


”ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის შესახებ დასკვნის გაცემის ვადა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და შსს-ს 14 თებერვალს ეწურება - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა. მათი განმარტებით, სწორედ რეესტრისა და შსს-ს დასკვნა უნდა დაედოს საფუძვლად ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას. ადვოკატების განცხადებით, დასკვნის გაცემის შემდეგ პრეზიდენტს კანონით აქვს 30-დღიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა გადაწყვიტოს ბიძინა ივანიშვილისთვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი. დღესვე ”ქართული ოცნებისა” და მისი დამფუძნებლის ადვოკატებმა მოითხოვეს გამოძიების დაწყება ბანკი ”ქართუს” თანამშრომლების დაკავებისა და ფულის გათეთერების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გამო. ადვოკატების შეფასებით, შარშან ოქტომბერში მომხდარი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რადგან ბანკის თანამშრომლების დაკავება და საქმის აღძვრა უკანონოდ მოხდა.
XS
SM
MD
LG