Accessibility links

logo-print

ლევან ბეჟაშვილი: ფინანსური მონიტორინგის სამსახური არასამთავრობო სექტორს არ შეზღუდავს


საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ პოლიტიკურ პარტიათა ფინანსური მონიტორინგის სამსახური სამოქალაქო სექტორს არ შეზღუდავს. ”ეს არის პრინციპი, რომელსაც თანამედროვე ქართული დემოკრატია ეფუძნება და შესაბამისად, ფინანსური მონიტორინგის სამსახური არასამთავრობო სექტორისთვის შეზღუდვების დაწესებას არ დაუშვებს”, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ლევან ბეჟაშვილმა, რომელმაც სამსახურის ხელმძღვანელთან ნათია მოგელაძესთან ერთად საქმიანობის პრინციპები გააცნო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
XS
SM
MD
LG