Accessibility links

logo-print

„ტურ დე ფრანსის“ ყოფილ გამარჯვებულს ორწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს


სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ორწლიანი დისკვალიფიკაცა გამოუცხადა „ტურ დე ფრანსის“ ყოფილ გამარჯვებულს, გერმანელ ველოსიპედისტს, იან ულრიხს. ულრიხს დოპინგის მოხმარების კანონის დარღვევის გამო ასევე ჩამოერთვა 2005 წელს, ტურში მოპოვებული მესამე ადგილი. განაჩენი, სასამარლომ, 38 წლის გერმანელ სპორტსმენს, „ტურ დე ფრანსის“ 1997 წლის გამარჯვებულს, გამოუტანა ხუთშაბათს. ულრიხი დამნაშავედ სცნეს „ოპერაცია პუერტოდ“ წოდებულ სკანდალთან კავშირის გამო. ულრიხი ბრალდებას უარყოფს. ორშაბათს სასამართლომ ორწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა ესპანელ ველოსიპედისტს ალბერტო კონტადორს, იმავე კანონის, 2010 წელს, „ტურ დე ფრანსის" დროს დარღვევის გამო.
XS
SM
MD
LG