Accessibility links

logo-print

გერმანიის მთავრობამ ქვეყნიდან ოთხი სირიელი დიპლომატი გააძევა


გერმანიის მთავრობამ ოთხი სირიელი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან. ეს ქმედება კავშირშია იმ ორი პირის დაკავებასთან, რომლებიც სავარაუდოდ, გერმანიაში სირიის ოპოზიციის წარმომადგენლების თვალთვალის მიზეზით დააკავეს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდო ვესტერველემ გაძევებს ფაქტი დაადასტურა. ბერლინის პოლიციამ 7 თებერვალს დააკავა სირიის მოქალაქე და გერმანიის და ლიბანის მოქალაქე, რომლებიც, სავარაუდოდ სირიელ ოპოზიციონერებს რამდენიმე წლის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. შარშან, 26 დეკემბერს, მწვანეთა პარტიის წევრს და სირიელი აქტივისტს, ფერჰად აჰმა უცნობი პირები დაესხნენ თავს და სცემეს.
XS
SM
MD
LG