Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უპილოტო თვითმფრინავმა პაკისტანში ალ ყაიდის ადგილობრივი ლიდერი მოკლა


აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავიდან გასროლილმა რაკეტამ პაკისტანში მოკლა ბადარ მანსური, თალიბანის ადგილობრივი ლიდერი, რომელიც ახლო კავშირში იყო ალ ყაიდასთან. მასური მოკლეს ჩრდილოეთ ვაზირისტანში, ავღანეთის საზღვართან. ეს იყო ბოლო ორ დღეში მეორე ასეთი თავდასხმა, რომელსაც პაკისტანის და თალიბანის წყაროების თანახმად, შეეწირა ოთხი ადამიანი, თვითონ მანსური, ასევე მისი ცოლი და ოჯახის ორი სხვა წევრი. პაკისტანის ინკოგნიტო ოფიციალურ წარმომადგენელის თქმით, მანსური ალ ყაიდის დე ფაქტო მმართველი იყო პაკისტანში. მას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა 2010 წელს ლაჰორში მოწყობილი ტერაქტებისთვის, რომელსაც ასი ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG