Accessibility links

logo-print

ცხინვალში დააპატიმრეს ალა ჯიოევა


ცხინვალში დააკავეს ალა ჯიოევა, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გვატყობინებს, ჯიოევასთან ერთად დააკავეს მისი გარემოცვის რამდენიმე წარმომადგენელი. ადგილობრივი დროით 18 საათზე ჯიოევას შტაბში მივიდა პროკურატურის გამომძიებელი სასწრაფო გამოძახებით, რომ ჯიოევა მოწმის სახით უნდა დაეკითხათ. ჯიოევამ უარი თქვა გაჰყოლოდა გამომიძებელს. ამ უარის შემდეგ, რამდენიმე წუთში, შტაბში შეიჭრა 15 სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ნიღბიანი პირი. ჯიოევა ცუდად გახდა. ექიმის გამოჩენამდე ჯიოევასთან მისვლის ნება არავის დართეს. ჩვენი კორესპონდენტის თანახმად, ალა ჯიოევა და სხვა პირები გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ხვალ, 10 თებერვალს, უნდა გამართულიყო ინაუგურაციის ცერემონია, რომელიც ჯიოევამ დანიშნა.
XS
SM
MD
LG