Accessibility links

logo-print

ესპანეთის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა მოსამართლე ბალტასარ გარსონს


ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა ამ ქვეყნის ყველაზე ცნობილ მოსამართლე, ბალტასარ გარსონს უფლებამოსილების გადაჭარბების გამო. გარსონს მოსამართლედ მუშაობა აეკრძალა 11 წლით. გარსონი დამნაშავედ სცნეს იმის გამო, რომ გასცა ადვოკატების საუბრების უკანონოდ ჩაწერის ნებართვა. გარსონს არ შეუძლია განაჩენის გასაჩივრება. მის წინააღმდეგ აღძრული და მოქმედებაშია სხვა საქმეც. მას ბრალად ედება გამოძიების უკანონოდ დაწყებისთვის ნებართვის გაცემა. საქმე ეხება ესპანეთის დიქტატორ ფრანკოს პერიოდში ხალხის უგზო-უკვლოდ დაკარგვას. ეს დანაშაული 1977 წლის ამნისტიამ გააბათილა. გარსონი ცნობილი გახდა 1998 წელს, როცა ჩილეს დიქტატორის, აუგუსტო პინოჩეტის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცა.
XS
SM
MD
LG