Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში აცხადებენ, რომ ჯერ არ არის მზად საბერძნეთის მომჭირნეობის გეგმა


ევროზონის წევრი ქვეყნების მინისტრები ეჭვით უყურებენ მომჭირნეობის ზომების მომცველ ახალ გეგმას, რომელიც საბერძნეთში მიიღეს გაკოტრებისაგან ქვეყნის გადასარჩენად. ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ჟან კლოდ იუნკერმა, რომელიც უძღვება ბრიუსელში ევროზონის 17 წევრი ქვეყნის ფინანსთა მინისტრების შეხვედრას, ხუთშაბათს განაცხადა, რომ საბერძნეთს ჯერ მეტისმეტად ბევრი საკითხი აქვს გასარკვევი, ვიდრე მიიღებდეს მისთვის საჭირო ფინანსურ დახმარებას. ხოლო გერმანიის ფინანსთა მინისტრ ვოლფგანგ შოიბლეს შეფასებით, საბერძნეთის გეგმა არ იმყოფება იმ ეტაპზე, როცა შესაძლებელია მასზე ხელის მოწერა. მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბნენ ხუთშაბათს, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც საბერძნეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ შეთანხმდნენ რეფორმებზე 130 მილიარდი ევროს დახმარების მოსაპოვებლად. თუ საბერძნეთმა ვერ მიიღო ეს დახმარება, რომელსაც ევროკავშირის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროპის ცენტრალური ბანკისაგან მოელის, მას მარტის შუა რიცხვებში გაკოტრება ემუქრება, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს შეუქმნის ევროზონის წევრ სხვა დავალიანებულ ქვეყნებს.
XS
SM
MD
LG