Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ქალაქ ჰომსში მატულობს იერიშების მსხვერპლთა რიცხვი


სირიელი ოპოზიციონერების ცნობით, ხუთშაბათს ათობით ადამიანი დაიღუპა ცენტრალური სირიის ქალაქ ჰომსის წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური სამსხედრო ოპერაციის შედეგად. ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ იუწყება, რომ მთავრობის ჯარებმა ხუთშაბათს დილით დაიწყეს ქალაქის დაბომბვა, რითაც ზედიზედ მეექვსე დღეს გაგრძელდა ამ, დაახლოებით, მილიონიანი ქალაქის წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია. ჰომსი მიჩნეულია ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისადმი წინააღმდეგობის ეპიცენტრად, დაპირისპირების დაახლოებით 11 თვის წინ დაწყების შემდეგ. აქტივისტები აცხადებენ, რომ, სულ ცოტა, 400 ადამიანია მოკლული ჰომსზე 4 თებერვალს დაწყებული ინტენსიური იერიშის შედეგად. ამ მონაცემებს ვერ ამოწმებენ დამოუკიდებელი წყაროები, რადგან სირიის მთავრობას შეზღუდვები აქვს დაწესებული უცხოელი ჟურნალისტებისათვის.
XS
SM
MD
LG