Accessibility links

logo-print

პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ უარყო პრემიერ-მინისტრის სარჩელი


პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ უარყო პრემიერ-მინისტრ იუსუფ რაზა გილანის სარჩელი, რომლითაც მან გაასაჩივრა ბრალდება სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის შესახებ. უზენაესმა სასამართლომ 2 თებერვალს გამოაცხადა, რომ გილანი 13 თებერვალს უნდა გამოცხადდეს სასამართლოში, სადაც მას წაუყენებენ სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის ბრალდებას გილანის მთავრობის უარის გამო, მიმართოს ზომებს, რათა განახლდეს პაკისტანის პრეზიდენტის კორუფციაში ბრალდების გამოძიება. გილანის მთავრობა აცხადებს, რომ პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის იმუნიტეტი იცავს. სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრ იუსუფ რაზა გილანის ემუქრება ექვს თვემდე პატიმრობა და ოფიციალურ თანამდებობაზე მუშაობის აკრძალვა.
XS
SM
MD
LG