Accessibility links

logo-print

საბერძნეთში 48-საათიანი გაფიცვა მიმდინარეობს


საბერძნეთში საჯარო და კერძო სექტორების პროფკავშირებმა დაიწყეს 48-საათიანი საყოველთაო გაფიცვა. გაფიცულები აპროტესტებენ მომჭირნეობის ახალ ზომებს, რომლებზეც საბერძნეთის მთავრობა მიმდინარე კვირაში შეუთანხმდა უცხოელ კრედიტორებს. პროფკავშირების აქცია მოიცავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ბორნების მიმოსვლის შეჩერებას, სკოლების, სასამართლოების, მუზეუმების, სამთავრობო უწყებების დახურვას. მომჭირნეობის ახალი ზომები ითვალისწინებს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების 22 პროცენტით შეკვეცას, დასაქმებულთა ნაწილის სამსახურებიდან დათხოვას, ობიექტების პრივატიზაციას, ახალი გადასახადების დაწესებას. თუმცა, ევროკავშირის მინისტრებმა ხუთშაბათს გამოაცხადეს, რომ მომჭირნეობის ეს ზომებიც არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ საბერძნეთს მიაწოდონ 130 მილიარდი ევროს დახმარება. გერმანიის ფინანსთა მინისტრ ვოლფგანგ შოიბლეს განმარტებით, საბერძნეთის გეგმა არ არის „იმ ეტაპზე, რომელზეც შეიძლება მას ხელი მოეწეროს“.
XS
SM
MD
LG